რეფლექსია
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა
VII
კლასის შიდა დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია.
საგანი: ბიოლოგია
მასწავლებელი:
თემურ
ხარაბაძე
ჩატარების
თარიღი: 27/11/2019 წელი
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო ხელი შემეწყო ე.ს.გ-ს ბიოლოგიის სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების ისეთი უნარების განვითარებისათვის, რომელიც მოსწავლის დამოუკიდებლად მსჯელობის, ჯგუფური
მუშაობის, პრეზენტაციის ანალიზისა და შეფასების შესაძლებლობებს ანვითარებს.
ამისათვის, მქონდა წინასწარ
შედგენილი გაკვეთილის გეგმა, რომლის მიხედვითაც წარვმართე გაკვეთილი. ვთვლი, რომ
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილით მივაღწიე შსედეგს.
გაკვეთილის მსვლელობის I ფაზაში მოვახდინე საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გავაცანი გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი
შედეგი. ასევე გავაცანი შეფასების რუბრიკები.
II ფაზაში - მოვახდინე დავალების შემოწმება როგორც წერითი ისე ზეპირი რამაც მოლოდინს
გადააჭარბა თითქმის ყველა აქტიურად მპასუხობდა და ჰქონდათ წერითი დავალებაც.
III ფაზაში მოვახდინე წინარე ცოდნის
გააქტიურება კითხვებით რომელიც Powerpoint-ში ვაჩვენე სხვადასხვა ფოტოების სახით, პასუხები კი
ინდივიდუალურად ჩამოწერეს ფურცლებზე. შემდეგ გავაანალიზეთ მიღებული პასუხები
ზოგიერთ მოსწავლეს ჰქონდა შეცდომები რომელიც განვმარტეთ ერთობლივად და
აღმოვფხვერით შეცდომები. ამ ფაზაშიც კმაყოფილი ვარ მიღწეული შედეგით.
IV ფაზაში
მოვახდინე ახალი თემის „ეუკარიოტი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები“-ს ახსნა მინი ლექციის სახით სადაც გამოვიყენე 7
კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელო და საინფორმაციო პლაკატები.
V-VI ფაზებში
მოვახდინე ახსნილი მასალის ცოდნის
დონის შემოწმება და განმტკიცება. ამ
ფაზაში გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის მეთოდი კლასი დავყავი ორ ჯგუფად რომლებსაც
მივეცი საკლასო სამუშაო: კლასის ერთ ჯგუფს მივეცი
დაავადებად „ფეხის ფრჩხილის მიკროზი“ -ს მოკლე აღწერა, ხოლო მეორე ჯგუფს კი
დაავადება „ათლეთის ფეხი“-ს მოკლე აღწერა, ჯგუფებმა საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შემდეგ თავიანთი
ნამუშევარი წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით ბავშვებმა კარგად გაართვეს თავი
დავალებას და პრეზენტაციას მაგრამ ამ ფაზეში გამოიკვეთა უმნიშვნელო ხარვეზი მომიხდა
დროის მცირე კორექტირება რადგან დრო გათვლილი მქონდა სამი ჯგუფის პრეზენტაციაზე
მაგრამ მოსწავლეების სიმცირის გამო შევადგინე ორი ჯგუფი ამიტომაც 2 წუთი დრო
მომრჩა, რომელიც შემდეგ მერვე ფაზაში გამოვიყენე.
VII ფაზაში მოსწავლეებს მივეცი წერითი საშინაო დავალება მცირე მითითებებით, რომელიც მოცემულია
მათ სახელმძღვანელოში გვ 88 № 1,2,3,
VIII ფაზაში მოვახდინე გაკვეთილის შეჯამება, რა
გაიგეს , რა ვერ გაიგეს. ზოგიერთ მოსწავლეს გაკვეთილის ირგვლივ ჰქონდა კითხვები რომელსაც ამომწურავი პასუხი გავეცი.
ამ ფაზაში გამოვიყენე ის მორჩენილი 2 წთ დრო და მოსწავლეებს მივეცი საშუალება სახალისო
აქტივობით გამოეხატათ მათი განწყობა რაც სახალისო იყო, რადგან თითიოეულმა მათგანმა
სხვადასხვა ნახატით გამოხატეს სმაილები
შემდეგ ბოლო IX ფაზაში
მოსწავლეები შევაფასე განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკის საშუალები.
ძლიერი
მხარე ვფიქრობ გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყვეს მიზნის მიღწევას, მოსწავლეები გაკვეთილის პროცესში იყვნენ აქტიურნი, მე, როგორც მასწავლებელს მიწევდა ძირითადად ფასილიტატორის როლის შესრულება. მოსწავლეებმა შეძლეს ურთიერთთანამშრომლობა, გამოავლინეს მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარები.
ვფიქრობ მთლიანობაში გაკვეთილის მიზანს მივაღწიე, გაკვეთილი იყო საინტერესო ეფექტური
და ხალისიანი.
სუსტი
მხარე: იმ მცირე ხარვეზს კი, რომელიც მოსწავლეების სიმცირემ
გამოიყენა შემდეგში გავითვალისწინებ და დროს შესაბამისად გადავანაწილებ რადგან
შემდეგში არ მომიხდეს მისი კორექტირება.
ხელმოწერა: თემურ ხარაბაძე 28/11/2019 წელი
No comments:
Post a Comment