რეფლექსია. 1


                                             
                                       რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე.

საგანი:   ბიოლოგია
სკოლა:  სსიპ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო   სკოლა
კლასი:  მე-8
მასწავლებელი: თემურ ხარაბაძე
გაკვეთილის ჩატარების თარიღი : 19  ნოემბერი, 2019  წელი
გაკვეთილის თემა:   ,,გულის აგებულება და მუშაობა, სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე, სისხლძარღვების აგებულება, სისხლის წნევა,პულსი“.
ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი  მიზნად ისახავდა, რომ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს  სცოდნოდათ: ,,გულის აგებულება და მუშაობა, სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრე, სისხლძარღვების აგებულება, სისხლის წნევა,პულსი“. გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდებით და აქტივობებით მივდიოდი მიზნისკენ და ვფიქრობ, რომ გავედი  შედეგზეც. მოსწავლეებმა გაიგეს გულისა და სისხლძარღვების აგებულება და იმსჯელეს მათ როლზე სისხლის მიმოქცევაში, რასაც ითვალისწინებს ესგ-ის  მე-8 კლასის სტანდარტით განსაზღვრული ინდიკატორები, ბიოლ. VIII.5.3 რომ იგი აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს.მაქსიმალურად  შევეცადე  მივყოლოდი გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის ეტაპები იყო თანმიმდევრული. გაკვეთილის დაწყების პირველ ნაწილში:  მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები, შევამოწმე  კლასში  მოსწავლეთა დასწრება.  ამის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი  გაკვეთილის თემა,   მიზანი და შეფასების რუბრიკები. ამ ნაწილში გათვალისწინებული მქონდა 5 წთ, რაც მეტი დრო აღმოჩნდა, ვიდრე საჭიროებამ  მოითხოვა, ამიტომ მოვახდინე  დროის მოდიფიცირება და გადავანაწილე  მეხუთე ნაწილში, მოსწავლეებს მეტი დრო მივეცი სადისკუსიოდ. მეორე ნაწილში:  გამოვიკითხე  ზეპირი და წერითი  საშინაო დავალება, ორივე შემთხვევაში შედეგმა  მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა ძალიან კარგად იცოდნენ ზეპირი საშინაო დავალება , ამომწურავად ჰქონდათ პასუხები გაცემული წერით საშინაო დავალებაზეც. მესამე ნაწილში:  წინარე ცოდნის გააქტიურების -განხორციელება დავიწყე კითხვა პასუხის მეთოდით.მოსწავლეებს ვუსვამდი შეკითხვებს წინა მასალიდან,  რაც დამეხმარა იმაში , რომ  მათ  უკეთ გაეგოთ და გაეაზრებინათ  ახალი მასალა. მოსწავლეები თავიანთი  სურვილისამებრ ,  აქტიურად პასუხობდნენ  დასმულ შეკითხვებზე ,  ჩართული იყო მთელი კლასი , კარგი ცოდნაც გამოავლინეს. შეკითხვებზე არასწორი ან არასრულყოფილი პასუხის შემთხვევაში  მოსწავლეები მიმყავდა სწორ პასუხამდე  და ამოვწურე თემა.            მეოთხე ნაწილში:  ახალი მასალის ახსნის  დაწყების წინ  დავსვი პრობლემური  შეკითხვა: „ რა განაპირებობს სისხლძარღვებში  სისხლის უწყვეტ დინებას? „  მოსწავლეების ნაწილმა  წარმატებით  მიპასუხა.  იმისათვის , რომ  სრულად  გაეგოთ  ახალი ინფორმაცია,  მასალა მივაწოდე  მინი ლექციის სახით powerpoint- ის დახმარებით, კარგი  იყო ჩემ  მიერ  წაკითხული მინი ლექცია და ნაჩვენები სლაიდ შოუ , შევძელი მოკლედ, მოკლე დროში,  გადამეცა  მოსწავლეებისთვის  ის საკითხები , რაზედაც  შემდგომ  მათ მოუწევდათ  მუშაობა .  მეხუთე ნაწილში:  ახსნილი მასალის  ცოდნის  დონის შემოწმება __ განსახორციელებლად  სასწავლო  რესურსად  გამოვიყენე  ჩემ  მიერ  წინასწარ შექმნილი  კითხვები , რომლებიც  დავურიგე მოსწავლეებს  და ვთხოვე 2 წუთის განმავლობაში  დაეწერათ პასუხები ფურცლებზე. ამან გაზარდა  მოსწავლეთა ინტერესი  და დამეხმარა  გაკვეთილი  უფრო  საინტერესო და  მრავალფეროვანი გამხდარიყო, შემდეგ შევაგროვე  ფურცლები და  იმავე  კითხვებზე  კლასში გავმართე დისკუსია.  მოსწავლეები აქტიურად  მონაწილეობდნენ დისკუსიაში და დასმულ  შეკითხვებს  ამომწურავად  პასუხობდნენ.  გაკვეთილი ჩემსა და მოსწავლეებს შორის  თანასწორობისა და თანამშრომლობის  პრინციპზე  იყო აგებული. ყოველი  წუთი ემსახურებოდა  გაკვეთილის მიზნის მიღწევას. მინდა  აღვნიშნო,  რომ   მოვასწარი  გეგმით  განსაზღვრული  ყველა აქტივობა.მოსწავლეები  შევაფასე  წინასწარ მომზადებული შეფასების  რუბრიკით  განმსაზღვრელი შეფასებით. მინდა  აღვნიშნო,  რომ ობიექტური  ვიყავი შეფასების  დროს. მითითებით  მივეცი  როგორც წერითი, ისე  ზეპირი საშინაო დავალება , შესაბამისი  გაკვეთილი ჩავატარე  გეგმის მიხედვით,   გამოვიყენე  ყველა აქტივობა ,  რომელიც  გათვალისწინებული  მქონდა.
  მინდა აღვნიშნო , რომ  კლასი ერთ-ერთი აქტიურია  სწავლა-სწავლების თვალსაზრისით. კლასის ყველა მოსწავლე  ცდილობს, მოერგოს  ყველა ახალ  აქტივობას. მათ თავი გაართვეს  ყველა აქტივობას, თუმცა  მომავალში  კიდევ  უფრო  მეტის გაკეთება  მოგვიწევს  სწავლა- სწავლების  პროცესის  სრულყოფისა და  საერთო  აკადემიური დონის  ამაღლებასათვის. მეც გავითვალისწინებ და შესაბამისად  გადავანაწილბ.
                                                                        თ. ხარაბაძე          21/11/2019/  ს/წ    

No comments:

Post a Comment